saqarTvelos mdinareebi - Joekvara
ტერიტორიული ერთეულები | გაგრის მუნიციპალიტეტი |
სათავე | არაბიკის მასივი |
შესართავი | შავი ზღვა |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 72 კმ² |
სინონიმი: ჟვავაკვარა.
მდინარე გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ზღვის დონიდან 2690 მ. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 72 კმ2. სათავე აქვს არაბიკის მასივზე. ერთვის შავ ზღვას ქალაქ გაგრასთან. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, სხვა დროს იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 6,11 მ³/წმ.